19 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
გამაცნეს მთლიანად საქმის მიმდინარეობა - კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსმა პროკურატურა დატოვა

კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსმა თბილისის პროკურატურის შენობა დატოვა. ზვიად მესხი საგამოძიებო უწყებაში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიბარეს.

ზვიად მესხის თქმით, სამართალდამცავებს მისთვის საქმესთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამთ. ზვიად მესხი აცხადებს, რომ პროკურატურის წარმომადგენლებმა მას საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„კითხვები არაფერი არ ჰქონიათ სამართალდამცავებს, უბრალოდ საქმის ვითარებაში ჩამაყენეს, გამაცნეს მთლიანად საქმის მიმდინარეობა, კურსი,“ - განაცხადა მესხმა.

ზვიად მესხის თქმით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ კითხვები გაუჩნდა, თუმცა, კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით მედიასთან არ საუბრობს.

კლუბ "ბასიანთან" 13 იანვარს პოლიციის მაღალჩინოსანი და კლუბის დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრეს.

დღის ამბები