16 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
უპრეცედენტო სარჩელი ევროსასამართლოში - ოპოზიცია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს

უპრეცედენტო სარჩელი ევროპის სასამართლოში - ქართული ოპოზიცია ერთობლივ სარჩელს ამზადებს და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებას ევროსასამართლოსგან ითხოვს.

არასაპარლამენტო და საპარალამენტო პარტიები შეეცდებიან, ევროპელი მოსამართლეები დაარწმუნონ, რომ 2017 წელის ადგილობრივი არჩევნები გაყალბდა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების გამო შედეგები უნდა გაუქმდეს.

ოპოზიცია სამართლებრივთან ერთად, სტრასბურგში შეტანილი სარჩელით პოლიტიკურ შედეგებსაც ელოდება. არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს აღიაროს, საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის არაერთი პრობლემა.

სტრასბურგში გადასაგზავნ სარჩელს ხელს საპარლამენტო ოპოზიციაც მოაწერს, სადაც მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვები ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების გაყალბების გამო.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი თებერვლის დასაწყისში გადაიგზავნება. დოკუმენტაციის გადაგზავნის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა ოპოზიციის სარჩელს წარმოებაში. 

 

ავტორი: ნატა კვირჩილაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები