20 აგვისტო 2018,   11:04
ვრცლად
3 პირის დაჭრაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება - მოსამართლე შონიას გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს

კლუბ „ბასიანთან“ დაჭრილი პოლიციელის და დაცვის თანამშრომლების საქმეზე დანაშაულში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შემდეგ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ხვალ უნდა იმსჯელოს, რამდენად კანონიერია მოსამართლე შონიას გადაწყვეტილება, რომელმაც სამი პირის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე გირაოთი გაათავისუფლა.

ქვლივიძეების ოჯახი ამტკიცებს, რომ კონფლიქტი უსაფრთხოების სამსახურსა და 26 წლის ახალგაზრდას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ის კლუბში არ შეუშვეს და ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

"ბასიანის" მფლობელებმა 13 იანვრის ღამეს მომხდარს უკვე უწოდეს „სისხლიანი პარასკევი“. სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის გათავისუფლებამ საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა, რომ მოსამართლე ბადრი შონიამ პოლიციის მაღალჩინოსნის და კიდევ ორი პირის დაჭრაში ბრალდებული ზეწოლის შედეგად გაათავისუფლა.

ძალოვნების მთავარი არგუმენტი ხვალიდან სასამართლოს სხდომაზე თამაზ ქვლივიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე იქნება. მისი ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ქვლივიძეს ნაკვეთი ჭრილობები დაზარალებულებისთვის არ მიუყენებია და ისინი მხოლოდ მსუბუქად დაჭრა.

ალადაშვილის კლინიკაში მათი მკურნალი ექიმი ამბობს, რომ ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები