18 აპრილი 2024,   06:01
ვრცლად
"როდესაც ადამიანს წარადგენ რაღაც თანამდებობაზე, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებ" - პრეზიდენტი ნინო გვენეტაძეზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა „არჩევანში“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნინო გვენეტაძის წარდგენასთან დაკავშირებით საუბრობს.

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იმ პერიოდში, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის წარდგენის პროცესი მიმდინარეობდა, ინტენსიური პოლიტიკური პროცესები იყო. 

„ბევრი თვალსაზრისით, მაშინ გამოუცდელებიც ვიყავით, მაგრამ მოვახერხეთ, ნინო გვენეტაძე გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნება, ნებისმიერ ისეთ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ბუნებრივია, როდესაც შენ ადამიანს წარადგენ რაღაც თანამდებობაზე, შენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებ. შენ პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ეს იწერება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.   

დღის ამბები