23 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
ვიცი, რომ ჰეროინი, კოკაინი ცუდია, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ადამიანები ამისთვის უნდა გავრიყოთ - მარგველაშვილი

„კითხვის ნიშანი დგას, ამ ცუდისთვის ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს?“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით "არჩევანში" გააკეთა.

„კითხვის ნიშანი დგას, ამ ცუდისთვის ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს? მე ვიცი, რომ ჰეროინი ცუდია, კოკაინი ცუდია, ელესდე ცუდია და მარიხუანა ცუდია, ისიც ვიცი, რომ სიგარეტი ცუდია და ისიც ვიცი, რომ ალკოჰოლი ძალიან მავნებელია, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ადამიანები ამისთვის უნდა გავრიყოთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, ადამიანების გარიყვა მოხდა და მას კრიმინალისკენ უბიძგა საზოგადოების ქცევამ.

დღის ამბები