25 აპრილი 2024,   04:43
ვრცლად
ბასილაშვილი წარმატებულ თამაშს აგრძელებს - ნიკამ დიდ სლემზე მეორე მატჩიც მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის მეორე რაუნდში ბელგიელი რუბენ ბემელმანსი დამაჯერებლად 3 სეტში 7:5, 6:1, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილი მთელი მატჩის განმავლობაში სჯობნიდა მეტოქეს და დამსახურებულადაც მოიპოვა მესამე წრეში თამაშის უფლება.

ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე კაილ ედმუნდსა და დენის ისტომინს შორის გამარჯვებული იქნება. 

დღის ამბები