20 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
არაადეკვატური გადაწყვეტილება - არასამთავრობოები იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა ანაზღაურების ზრდაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის ყოველთვიური დანამატის და ხელფასების გაზრდას, სასამართლოების აპარატში მომუშავეთა ნაწილისთვის კი, ხელფასის შემცირებას არასამთავრობოები ეხმაურებიან.

სამოქალაქო სექტორი თანამდებობის პირთათვის ხელფასების ზრდას თანხების არამიზნობრივ ხარჯვად აფასებენ.

მათი თქმით, ცვლილება ყოველთვიურ შემოსავალში არაადეკვატურია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თანაშემწეებს და სხდომის მდივნებს, რომლებიც სასამართლოს საქმიანობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, ანაზღაურება შეუმცირდათ.

„ასეთი გადაწყვეტილება არის უსამართლო იმის ფონზე, რომ ყველასთვის კარგად ცნობილია ის გადატვირთულობა, რაც სასამართლოშია და ის მძიმე სამუშაო პირობები, რაშიც განსაკუთრებით მოსამართლეების თანაშემწეებს უხდებათ მუშაობა და ასეთ პირობებში ჩვენი შეფასებით, საბჭოს ეს გადაწყვეტილება შრომით მოტივაციას შეუმცირებს სასამართლოების აპარატის თანამშრომლებს,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები