ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს მორიგი სხდომა იმართება სააპელაციო სასამართლოში. სხდომაზე დასკვნითი სიტყვით წარსდგება ბრალდების მხარე. პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს, რატომ უნდა გადაკვალიფიცირდეს საქმე და მოხდეს მისი განხილვა არა როგორც ანგარების, არამედ შურისძიების მოტივით ჩადენილი დანაშაულის.
ბრალდების მხარე ცდილობს, სასამართლომ დაკავებულ გიორგი მამალაძეს სასჯელი გაუხანგრძლივოს, რასაც ადვოკატები აპროტესტებენ.
დაცვის მხარისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი - 9 წელიც მიუღებელია.