ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, აღარ შედგება. მიზეზი, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გადაწყვეტილებაა.
ფაქტს აპროტესტებს დაცვის მხარე. რატიანის ადვოკატის განცხადებით, საქმის საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია იყოს ზეპირი მოსმენით განხილვა.
„ჩვენი აზრით, უმჯობესი იქნება თუკი თბილისის სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა ექნება სასამართლოს მოისმინოს მხარეთა პოზიციები და უკეთ გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომელიც პირველმა ინსტანციამ არასათანადოდ და არასრულყოფილად გამოიკვლია," - განაცხადა ზვიად რატიანის ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, ანა ნასრაშვილმა.