24 აპრილი 2024,   06:11
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს  ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. თემურ ჯანაშიას ადვოკატების თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს თანხა არამიზნობრივად იხარჯებოდა.

მათვე მტკიცებით, დოკუმენტურად დასტურდება, რომ ხარჯების გაცემა კანონიერად ხდებოდა.

ბრალდებულის უფლებადამცველები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

„გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა, თუმცა ამ საქმეში ძალიან პირობითია ამ მასალას დავარქვათ ბრალდების მხარის მტკიცებულება, რამდენადაც ყველა დოკუმენტი ცალსახად ადასტურებს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად ხარჯების გაწევა,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები