20 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ლატვიაში ოფიციალური ვიზიტი დღეს სრულდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ლატვიაში ოფიციალური ვიზიტი დღეს სრულდება. ირაკლი კობახიძე დღის ბოლოს ლატვიის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

საუბარი, შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

რიგაში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდა ლატვიის პრეზიდენტს, სეიმისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებს. 

დღის ამბები