ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე პატრულის თანამშრომლების სასამართლო პროცესი გაიმართა გორის რაიონულ სასამართლოში. საქმის არსებითი განხილვა 3 საათის მანძილზე მიმდინარეობდა.
სასამართლო იკვლევდა ბრალდების მტკიცებულებებს. კერძოდ, კადრებს პატრულ ინსპექტორების სამხრე კამერებიდან. მათ შორის, განსასჯელი ხაბელაშვილის კამერის ვიდეო ჩანაწერებს.
ბრალდება პატრულ ინსპექტორებს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რასაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. მომავალი სასამართლო პროცესი 25 იანვრისთვის ჩაინიშნა.