20 აპრილი 2024,   06:28
ვრცლად
ხარაგაულში გაფიცვა გრძელდება

გაფიცვა გრძელდება ხარაგაულში. სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები ჩინური კომპანიისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

გაფიცულები დღეს საქართველოს რკინიგზის და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან.

თუ შეთანხმება არ მოხერხდა და მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გაფიცულები მშენებარე გვირაბის დაკეტვას გეგმავენ.

დღის ამბები