16 ოქტომბერი 2018,   17:12
ვრცლად
საქართველო, უკრაინა, მთიან ყარაბაღი და დნესტრისპირეთი - კონფლიქტების დარეგულირება გაეროს პრიორიტეტი გახდება

საქართველოში, უკრაინაში, მთიან ყარაბაღსა და დნესტრისპირეთში არსებული კონფლიქტების დარეგულირება გაეროს მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გაეროს გენერალური ასაბლეის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ანტონიო გუტერიშმა ორგანიზაციის მუშაობის 12 მთავარი მიმართულების შესახებ, მათ შორის გაყინული კონფლიქტების გარშემო მოლაპარაკებების გამოცოცხლების საჭიროებაზე ისაუბრა.

გაეროს პრიორიტეტული მიმართულებები 2018 წელს ასევე ტერორიზმთან ბრძოლა, ადამიანების უფლლებების დაცვა და კლიმატის ცვლილება იქნება.

"მომვალი წლის განმავლობაში გაეროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ პარალიზების შეწყვეტაა, რომელსაც ევროპაში არსებული კონფლიქტების გამწვავება და გაყინვა მოჰყვა. მოცემული სიტუაციის გადაჭრა, ნაციონალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოითხოვს. კვლავ უნდა გამოცოცხლდეს სამშვიდობო შუამავლობის ინიციატივები, მათ შორის, ნორმანდიის ფორმატი აღმოსავლეთ უკრაინისთვის, ეუთოს მინსკის ჯგუფის შეხვედრები მთიანი ყარაბაღისთვის, ასევე საქართველოსთან დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. მე მოვუწოდებ ევროპის ლიდერებს, დავამტკიცოთ, რომ კონტინენტს მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეის განხორციელება შეუძლია," - განაცხადა ანტონიო გუტიერესმა.  


დღის ამბები