დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნურსულთან ნაზარბაევს უმასპინძლა. შეერთებული შტატებისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობა იყო.
თუმცა, ჟურნალისტებმა შეკითხვები ძირითადად დონალდ ტრამპს დაუსვეს და ყველა ემიგრანტების თემას შეეხებოდა. ერთ-ერთმა რეპორტიორმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, სურს თუ არა, რომ მიგრანტები ამერიკაში მხოლოდ ნორვეგიის მსგავსი ქვეყნებიდან ჩავიდნენ.
პრეზიდენტმა ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვა, ჟურნალისტს კი უთხრა, რომ კაბინეტიდან გასულიყო.