20 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტს ექიმი ჯექსონი წონაში დაკლებას ურჩევს 

თეთრი სახლის ექიმმა დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა. რონი ჯექსონის განცხადებით, გეგმიურმა სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულებას მეორე ვადაშიც სამედიცინო პრობლემების გარეშე შეძლებს.

ექიმის თქმით, დონალდ ტრამპს იდეალური მენტალური ჯანმრთელობა აქვს, არ აქვს ფსიქიკური პრობლემები და დემენციის ნიშნები, არ იღებს ალკოჰოლს და არ ეწევა, თუმცა 71 წლის ასაკში წონაში დაკლება არ აწყენდა.

რონი ჯექსონი პრეზიდენტს ურჩევს, უარი თქვას არაჯანსაღ კვებაზე და მეტი ივარჯიშოს, რადგან მხოლოდ გოლფის თამაში ფიზიკური აქტივობისთვის საკმარისი არ არის.

დღის ამბები