20 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
კარლეს პუჩდემონს მომხრეები კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტის პოსტზე წარადგენენ

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები კარლეს პუჩდემონს ავტონომიის პრეზიდენტის პოსტზე წარადგენენ. გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებული ორი უმსხვილესი პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

საპარლამენტო იურისტები აცხადებენ, რომ ბელგიაში მყოფი ლიდერის უმაღლეს თანამდებობაზე წარდგენა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, თუმცა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები გადაწყვეტილებას არ ცვლიან.

კარლეს პუჩდემონის კანდიდატურას ისინი პარლამენტში დღევანდელ სხდომაზე დაასახელებენ. 21 დეკემბრის არჩევნების შემდეგ, კატალონიის პარლამენტი პირველ სხდომაზე დღეს შეიკრიბება. სხდომა აქციის ფონზე გაიმართება.

დამოუკიდებლობის მომხრეებმა მრავალათასიანი დემონსტრაცია გუშინაც გამართეს. ისინი კატალონიის სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

დღის ამბები