25 აპრილი 2024,   07:43
ვრცლად
ბერლინი მოდის კვირეულს მასპინძლობს

ბერლინი მოდის კვირეულს მასპინძლობს. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს გერმანიის დედაქალაქში დამწყები და უკვე გამოცდილი დიზაინერები წარადგენენ. ერთ-ერთი პირველი, ვინც პოდიუმი დაიკავა, ლენა ჰოშეკი იყო.

ავსტრიელმა დიზაინერმა დეფილეს მოსაწყობად ბოტანიკური ბაღი შეარჩია, სადაც მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი ზამთრის ბაღის გარემო შექმნა.

მის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაშიც ყვავილებიანი ქსოვილები და ხავერდის სამოსი ჭარბობს. ლენა ჰოშეკი უახლოეს მომავალში საკუთარი ბრენდის მაღაზიის გახსნას და საბავშვო კოლექციის შექმნას გეგმავს.

დღის ამბები