19 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
უვარგისი ვაქცინა ქვეყანაში - დარგის სპეციალისტები შესაძლო გართულებებზე საუბრობენ

აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას დარგის ექსპერტები ეხმაურებიან. უვარგისი ვაქცინის შესახებ ინფორმაცია აქვთ მათაც. ისინი ამბობენ, რომ შესაძლებელია ამ ვაქცინას უკურექცია, დაავადების უფრო მეტად გავრცელება გამოეწვია.

აუდიტის სამსახურმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომ საქართველოში 30 ათასამდე უვარგისი ვაქცინა გაიხარჯა. 

„გართულება შესაძლებელია მოჰყოლოდა ის, რომ მიგვეღო ცოფის შემთხვევები, ვაქცინას ვერ შეესრულებინა თავისი მოვალეობა და ადამიანებს ცხოველთან კონტაქტის შემდეგ დამართნოდათ ცოფი,“- განაცხადა ექიმმა-ეპიდემიოლოგმა, მონაცემთა კვლევის ჯგუფის (DRG) დირექტორმა, მაია ბუწაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები