20 აპრილი 2024,   03:17
ვრცლად
„მინდა ვთხოვო მთავარ პროკურორს, მიაქციოს ყურადღება პროკურორებს, როდესაც ისინი პოლიტიკური პარტიის სპიკერებივით საუბრობენ" - აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მთავარ პროკურორს მიმართა და მოუწოდა, რომ პროკურორებმა პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ. გიორგი აბაშიშვილის თქმით, პროკურორებმა კვალიფიციური გამოძიება უნდა უზრუნველყონ და არა პოლიტიკური შეფასებები აკეთონ.

„მინდა მივმართო და ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, როგორც პრეზიდენტმა მოუწოდა, დაავალოს მან საკუთარ პროკურორებს კვალიფიციური გამოძიების უზრუნველყოფა და ამავდროულად მიაქციოს ყურადღება მაშინ, როდესაც ისინი პოლიტიკური პარტიის სპიკერებივით საუბრობენ,“ - აღნიშნა აბაშიშვილმა.

ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორმა საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკური განცხადებების გამო უსაყვედურა. ქეთევან ჩაჩავას თქმით, ე.წ. პიჯაკების საქმე 30-ზე მეტი ტომისგან შედგება და გიორგი მარგველაშვილი მას არ გაცნობია.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკასაც პასუხობს. გიორგი მარგველაშვილი გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კვლავ მმართველი გუნდის თავდასხმის ობიექტი გახდა.

„პრეზიდენტი რომ პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, ცუდია თუ ვინმემ ეს 4 წლის თავზე ნახა, პრეზიდენტი რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავს, ცუდია თუ ვინემ 4 წლის თავზე გაიგო და პრეზიდენტი რომ თითოეული ადამიანის ინტერესებს იცავს, ცუდია თუ ეს 4 წლის შემდეგ დავინახეთ,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

 

დღის ამბები