19 აგვისტო 2018,   11:46
ვრცლად
ადგილობრივი არჩევნების გაყალბების საქმე - ბურჯანაძე სტრასბურგში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს

ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის მოთხოვნას მხარს უჭერს და სტრასბურგში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილებას ეხმაურება. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნების გაყალბების საქმეს, ევროპული სასამართლო ადეკვატურ შეფასებას მისცემს. 

„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როდესაც გამარჯვებული პარტიის გარდა, ყველა სხვა პარტია, მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. სხვა ადგილებზე გასული პარტია, აცხადებს, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული, არჩევნები იყო გაყალბებული, არჩევნებზე იყო უამრავი დარღვევა და როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არჩევნებში მონაწილე ადამიანების უფლების დარღვევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გამოიტანს. ეს იქნება შანსი იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბდეს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები