26 აპრილი 2024,   01:07
ვრცლად
ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ რელიგიური კალენდარი - პრეზენტაცია მთავრობის ადმინისტრაციაში 

მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ რელიგიური კალენდრის პრეზენტაცია გამართა.

პროექტის მიზანი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებაა.

„რელიგიური კალენდარი ზოგადად მნიშვნელოვანია, სწორედ აღმსარებლობის თავისუფლებისთვის. ეს ვფიქრობ, აუცილებელიც კი არის და ამ ტიპის პროექტები რაც უფრო მეტი განხორციელდება, როგორც სახელმწიფოს, ასევე არასამთავრობოების მხრიდან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ. 

დღის ამბები