20 ოქტომბერი 2018,   09:25
ვრცლად
საძოვრებიდან გაუჩინარებული პირუტყვი - გურიის სოფლებში საქონლის ქურდობის გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებენ

გურიის სოფლებში საქონლის ქურდობის გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებენ. საძოვრებიდან ყოველდღიურად იკარგება პირუტყვი სამართალდამცველების მხრიდან კი, რეაგირება არ ხდება. ადგილობრივები პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებენ და დახმარებას ითხოვენ.

იკარგება ყველანაირი შინაური ცხოველი, ქურდი კი, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მეტიც, ათობით შემთხვევიდან, გამოძიება თითქმის არცერთზე არ დაწყებულა.

სოფელ ბახვის პოლიციაში საჩივრით მისული დაზარალებული ოჯახი უკან გამოაბრუნეს. აღმოჩნდა, რომ პოლიცია საძოვრიდან დაკარგულ პირუტყვს მოპარულად არ თვლის.

იგივე მდგომარეობაა მიმდებარე სოფლებშიც. საძოვრებიდან უმეთვალყურეოდ გაშვებული საქონელი ყოველდღიურად ქრება. სოფელ ფამფალეთის, ვაკიჯვარისა და თავაკიჯვრის მცხოვრებლები შიშობენ, რომ ასე თუ გაგრძელდება, სოფლები ღორების, ცხენებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გარეშე დარჩება.

ოზურგეთში კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს საკრებულოს ოპოზიციაც.

ავტორი: ლადო მენაბდე

დღის ამბები