24 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
"არჩევანში" გაკეთებული განცხადებების გამო პრეზიდენტი თავდასხმის ობიექტი მმართველი გუნდის გარდა, პროკურატურის მხრიდანაც გახდა

„რუსთავი 2-ის“ გადაცემა "არჩევანში" გაკეთებული განცხადებების გამო საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის გარდა, პროკურატურის მხრიდანაც გახდა თავდასხმის ობიექტი. გიორგი მარგველაშვილი პიჯაკების საქმის პროკურორმაც გააკრიტიკა და საქმის მასალების წაკითხვა ურჩია.

პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის მორიგი დაპირისპირების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით მარგველაშვილის შეფასებებია.

გადაცემა „არჩევანში“ გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლება შეწყალების კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო მიხეილ სააკაშვილის გასამართლებისთვის გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ ძალოვანი უწყებებსა და სასამართლოში არაფერი შეცვალა და სისტემა საკუთარ თავზე მოირგო.

პრეზიდენტის ეს განცხადებები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად ჩათვალა მმართველმა პარტიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებს არასერიოზული უწოდა.

ოპოზიცია კი პრეზიდენტის განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაგვიანებული უწოდა. 

დღის ამბები