25 აპრილი 2024,   03:17
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 თვით ადრე „ქართული ოცნების“ 3 სავარაუდო კანდიდატი სახელდება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის პრეზიდენტის კანდიდატურაზე მსჯელობას იწყებს. არაოფიციალურად უკვე გვარებსაც ასახელებენ. კონკურსს სავარაუდოდ, ჯერ მხოლოდ სამი მონაწილე ჰყავს, პრემიერი კვირიკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

გავრცელებული ვერსიების თანახმად, კვირიკაშვილს პარტია „ქართული ოცნება“ ლობირებს, სერგეენკოს სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერი, არჩილ თალაკვაძეს კი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

პრესაში დაბეჭდილი ვერსიების არ სჯერა ბიძინა ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს, გია ხუხაშვილს, რომელიც ამბობს, რომ კანდიდატებს ჯერ განსახილველად საზოგადოებას მიაწვდიან და საპრეზიდენტო არჩევნების რეალურ მონაწილეს ბოლო წამს დაასახლებენ.

არჩევნებამდე 10 თვით ადრე „ქართული ოცნების“ სავარაუდო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით მედიით გავრცელდა. განიხილება თუ არა გიორგი მარგველაშვილის შემცვლელად მოქმედი პრემიერი, ან მოქმედი ჯანდაცვის მინისტრი, ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ არ საუბრობენ.

იქნება თუ არა მოქმედი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ კონკურენტი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჯერ უცნობია. გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში სარჩევნო მარათონში ჩართვა არ გამორიცხა. 

დღის ამბები