20 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
გენერლის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ყოფილი პროკურორი სამართლდამცველებმა არა მკვლელობის, არამედ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ჭანტურიას ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიცია ყოფილი პროკურორისგან გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას ითხოვდა და მასზე რამდენიმე საათის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა. წინასწარი დაკავების იზოლატორში ჭანტურაისთან გვიან ღამემდე იმყოდებოდნენ მისი უფლებათამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ არსებული მასალების მიხედვით ჭანტურიას ბრალეულობა არ იკვეთება.

"სტამბოლის ბაზრიდან თუ ვინმე პიროვნება იქნა გასული იმ საათებში და იმ დროში, ეს საზღვრის კვეთები იქნა წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, გიორგი ჭანტურია არ ფიქსირდება და ვერც იქნება თეორიულად," - განაცხადა გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.  

დაკავებულის მამის სახლიდან, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, სამართალდამცველებმაა მაკაროვის ტიპის იარაღის 9 ვაზნა ამოიღეს.

პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა თბილისშიც, მცხეთის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლშიც, თუმცა პოლიციამ მართლსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ვერ აღმოაჩინა.

"შს მინისტრმა წინასწარ გააკეთა განცხადება. ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ ძალიან მალე ეს საქმე გაიხსნება. მე წარმატებას ვუსურვებ პირადად მას, მაგრამ ამ შემთხვევაში არა გიორგი ჭანტურიას ხარჯზე,“ - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე. 

დღის ამბები