24 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
ხარვეზები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში - "საია" ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობს 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებზე საუბრობს. ორგანიზაცია შენიშვნებს დღეს გაასაჯაროებს. "საიას" იურისტები განმარტავენ, რომ სწორედ ამ ხარვეზების გამო, ადმიანის უფლებები ხშირად ირღვევა.

მათივე შეფასებით, არსებული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს მოსამართლეები ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ პოლიციელების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს და საქმეში არსებულ სხვა მასალებს არ ითვალისწინებს.

„ის კოდექსი, რომელიც დღეისთვის მოქმედებს, ყოველდღიურად იწვევს უამრავი ადამიანის უფლებების დარღვევას, ფუნდამენტურ უფლებებზეა საუბარი. ადამიანები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ეს კოდექსი თვითონ არის ხარვეზიანი და ამის შეცვლა არის აუცილებელი,“ - განაცხადა "საია"ს იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები