24 აპრილი 2024,   01:06
ვრცლად
ნიგერიაში აფეთქებების სერიას 12 ადამიანი ემსხვერპლა

12 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებების სერიას ნიგერიაში. ქალაქ მაიდუგურიში 4-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა დევნილების დასახლების მახლობლად აიფეთქა თავი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 48 ადამიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა,  ადგილობრივი ხელისუფლება თვლის, რომ თავდასხმა ისლამისტური "ბოკო კარამის" მიერ განხორციელდა. 

დღის ამბები