16 აპრილი 2024,   23:12
ვრცლად
„ქართული ოცნების“ გენერალიტეტში ალბათ მიხვდნენ, რომ ქუცნაშვილის ქმედებები ზიანს აყენებს მათ იმიჯსაც"- მეჭიაური

თიანეთის საკრებულოში ამ წუთებში საფინანსო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. დღეს კომისია, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს თამაზ მეჭიაურის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომლის განხილვაც ორშაბათს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოხდება.

„ქართულმა ოცნებამ“ მანამდე ორჯერ ჩააგდო ოპოზიციონერი მერის, მეჭიაურის მიერ შეტანილი ბიუჯეტი, თუმცა ამჯერად უმრავლესობამ პოზიცია შეცვალა. მეჭიაური უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას ზაქარია ქუცნაშვილის გავლენის შესუსტებით ხსნის.

„ქართული ოცნების“ გენერალიტეტში, ალბათ, დაინტერესდნენ იმ ქმედებებით, რასაც აქვს ადგილი თიანეთში, მიხვდნენ იმასაც, რომ ქუცნაშვილის ქმედებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, არამედ მათ იმიჯსაც და მისი თამაშის გაგრძელება შეიძლება იყოს გადამდები სხვა რეგიონებისთვისაც,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

დღის ამბები