19 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
"ენმ"-ის წევრს თავს დაესხნენ - ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოში მოქალაქეები დაუცველები არიან

“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრზე ალექსანდრე კვახაძეზე თავდასხმას ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, საქართველოში მოქალაქეები დაუცველები არიან. 

„ასეთი ადამიანები ძალიან ბევრია საქართველოში, რომელსაც არ ძალუძს, რომ ინფორმაცია გაასაჯაროონ. ყველა მოქალაქე, პრაქტიკულად დაუცველია და ყველა მოქალაქეს შეიძლება დაესხნენ თავს, კრიმინალური ელემენტები. ჩვენ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და გენერალური პროკურატურისგან, დაისაჯოს ყველა მონაწილე ამ ძალადობის,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ალექსანდრე კვახაძეს ფიზიკურად ცინცაძის ქუჩაზე გაუსწორდნენ. თავად დაზარალებული ამ ფაქტს პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უკავშირებს და კრიმინალად განიხილავს. 

დღის ამბები