19 აპრილი 2024,   15:34
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოქმედი კაზინო გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კაზინო გამოავლინა. დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე პირი შესაბამისი ლიცენზიის გარეშე სამორინეს ამუშავებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ასევე, ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. "რულეტკას“, ბინგოსა და ტოტალიზატორს.

აღნიშნული საქმიანობით სახელმწიფოს 390 000 ლარის ზიანი მიადგა.

დღის ამბები