19 თებერვალი 2018,   09:50
ვრცლად
დავით სერგეენკო საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის განხილვას უარყოფს

დავით სერგეენკო გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება, უარყოფს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატად მისი გვარი არსად არ განიხილება.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის პრეზიდენტის კანდიდატურაზე მსჯელობა დაიწყო. არაოფიციალურად გვარებიც დასახელდა, რომლის მიხედვით, კონკურსს, სავარაუდოდ, სამი მონაწილე ჰყავს, პრემიერი კვირიკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე.

 

 

 

 

დღის ამბები