19 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა - აუდიტის სამსახური ახალ განცხადებას ავრცელებს

„ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა,“- ამის შესახებ სახელწმიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აუდიტის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი არგუმენტების საფუძველზე დადგინდა.

"საერთაშორისო აუდიტორული პრაქტიკის შესაბამისად და გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 იანვარს გამოაქვეყნა 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა, რომელშიც განისაზღვრა მიმდინარე წლის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტები. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუდიტორული საქმიანობის გეგმაზე თანდართული განმარტებები არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი ფაქტების ამსახველ დოკუმენტს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესასწავლი საკითხების შერჩევის პროცესში გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხები, მედიაში გამოქვეყნებული რეზონანსული თემები, გასულ წლებში განხორციელებული აუდიტების ანგარიშები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანალიზი, ასევე მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მომართვები.

იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში შეისწავლა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი.

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების და არგუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა,“- აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე, დამატებითი განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ცოფის ვაქცინა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და უწყებამ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დამატებითი ცნობები მიაწოდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები