20 აპრილი 2024,   01:09
ვრცლად
რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ხანძარს რუსთავში. კონსტიტუციის ქუჩის 63 ნომერში ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. დაღუპულია 50 წლამდე ასაკის ქალი.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სიგარეტის ნამწვავიდან თავდაპირველად საწოლს წაეკიდა და სახლში მყოფი ქალი კვამლის შედეგად გაიგუდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციათა სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები