19 თებერვალი 2018,   18:13
ვრცლად
ვარკეთილში ავტომობილი ორ ქალბატონს დაეჯახა - მძღოლი მიიმალა

ავტოსაგზაო შემთხვევა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ”ოპელის” მარკის ავტომობილი ორ ქალბატონს დაეჯახა - მძღოლი მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ მოტეხილობები აღენიშნებათ. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებს მძღოლის ვინაობა დადგენილი აქვთ - ავტომობილი საჯარიმოზეა გადაყვანილი.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.  

დღის ამბები