24 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვებია

უამინდობის გამო საქართველოს გზებზე კვლავ შეზღუდვებია. სპეციალური რეჟიმი
მოქმედებს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ადგილზე მუშაობს გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა სატრანსპორტო გზა.

რაც შეეხება გუდაური-კობის გზის მონაკვეთს - აქ ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია.

კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი. სინოპტიკოსები მთაში თოვლთან ერთად, ძლიერ ქარსაც ელოდებიან, ზღვაზე კი შტორმს ვარაუდობენ.

არ გამოირიცხება, რომ ძლიერმა ნალექებმა ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.

დღის ამბები