24 აპრილი 2024,   17:46
ვრცლად
EBRD-მა ნენსკრა ჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთხელ გადადო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ნენსკრა ჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთხელ გადადო. მილიარდ 40 მილიონის ღირებულების ჰესი დაფინანსების 70 პროცენტს სწორედ საბანკო სესხებიდან ელის, აქედან 214 მილიონს კი, უშუალოდ EBRD-სგან.

გადაწყვეტილება სესხის თაობაზე ევროპის ბანკს ორი დღის წინ უნდა მიეღო, თუმცა ამჟამად არსებული ინფორმაციით, საბჭო საკითხის განსახილველად 31 იანვარს შეიკრიბება.

ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა გადაწყვეტილების მიღება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ გადადო - მიზეზი უცნობია.

პროექტის გადადებას მიესალმებიან ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

„მისასალმებელია ეს გადადება და ძალიან კარგი იქნებოდა თუ ამ პროექტის განხორციელება და განხილვა საერთოდ შეწყდებოდა, ვინაიდან ის ზრდის საკმაოდ დიდ ფინანსურ რისკებს ქვეყნისთვის. მაგალითად, ამ პროექტის გამო ქვეყანას მოუწევს წელიწადში მინიმუმ 102 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა ელექტროენერგიაში, რომელიც შესაძლოა, საერთოდ არ სჭირდებოდეს და ეს უნდა გაგრძელდეს 36 წლის განმავლობაში. სრულიად გაუგებარია, რატომ არ განიხილება ისეთი ალტერნატივები, როგორიც არის ენერგოეფექტურობა, როგორიც არის სხვა გენერაციის ობიექტები,“ - განაცხადა ”მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა.

დღის ამბები