მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას რიო დე ჟანეიროში, სადაც მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შემთხვევა ადგილობრივი დროით, საღამოს 8 საათზე მოხდა, როდესაც პოპულარული კოპა კაბანას სანაპიროზე ხალხმრავლობა იყო.
თვთმხილველთა ინფორმაციით, მანქანა საფეხმავლო გზაზე გადავიდა და გაჩერებამდე რამდენიმე ათეული მეტრი გაიარა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მანქანის მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიება მომხდარის ტერორიზმთან კავშირს სწავლობს.