რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ალექსეი ნავალნის საჩივრის განხილვაზე უარი თქვა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლოს, ფედერალურ საარჩევნო კანონში არსებული შეუსაბამობების გამო მიმართა, რომელიც ნასამართლეობის მქონე პირებს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.
მან უწყებას რუსეთის საარჩევნო კანონში არსებული შეზღუდვების არაკონსტიტუციურად ცნობა სთხოვა.
პარალელურად, სამართალდამცველებმა სანქტპეტერბურგში ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის ოფისების ჩხრეკა განახორციელეს. ოფისის თანამშრომლები პოლიციის მიერ ჩადენილ დარღვევებზე საუბრობენ.