19 აპრილი 2024,   08:34
ვრცლად
აშშ-ში წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ რეზოლუცია მიიღო

შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობა მხოლოდ 16 თებერვლამდე გაგრძელდება. წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ფედერალურ ხელისუფლებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს.

იმის მიზეზი, რომ კონგრესმა ამ დრომდე ვერ შეძლო 2018 საფინანსო წლის ბიუჯეტის მიღება, "რესპუბლიკელებსა" და "დემოკრატებს" შორის მიგრანტების საკითხზე არსებული უთანხმოება გახდა.

რეზოლუცია განსახილველად სენატს გადაეცა, რომელსაც ფედერალური სამსახურების ბიუჯეტის დასამტკიცებლად 24 საათიანი ვადა აქვს.

დღის ამბები