23 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბექა რუსიას საქმის განხილვა დაიწყო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბექა რუსიას საქმის განხილვა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წვევამდელი რუსია სამი თვის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა.

ოფიციალური ვერსიით, მეორე მოსამსახურეს, დავით ჯალაღონიას იარაღი გაუვარდა, თუმცა ოჯახის წევრები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ და მომხდარში საგუშაგოს უფროსს ადანაშაულებენ. მათ თქმით, რეალურ მკვლელს პროკურატურა მფარველობს.

„სამართლიანობას ველოდები, რას გადაწყვეტს ბატონი მოსამართლე და რა მუხლით მიუდგება ამ ჩემს საქმეს. მე ბრალს ვდებ იარაღის პატრონს,“ - განაცხადა გარდაცვლილის ბებიამ ნატო რუსიამ.

ოჯახის განცხადებებს უპასუხა და სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა პროკურორმა.

„არ არსებობდა მოცემულ ეტაპზე პასუხისგებაში მიცემის საფუძველი და ვერ იქნა მიცემული პასუხისგებაში. მოგეხსენებათ, რომ არსებობს წესები შენახვაზე, რაზედაც მოპოვებულია შესაბამისი მასალა, რომელიც არსებობს საქმეში და აქედან გამომდინარე, გადაწყდა ის, რაც არის მოცემულობა,“ - განაცხადა პროკურორმა დათო პაპავამ.

დღის ამბები