20 აპრილი 2024,   11:10
ვრცლად
მექსიკაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მანქანას შეეჯახა - არიან დაღუპულები

5 ადამიანი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად მექსიკაში. მეხიკოს ერთ-ერთ გარეუბანში სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მანქანას შეეჯახა - შედეგად კი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანში შევარდა. არიან დაშავებულებიც.

ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. სამართალდამცველები დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

მომხდარის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.

დღის ამბები