25 აპრილი 2024,   15:55
ვრცლად
რუსეთში ნაჯახით შეიარაღებული მოზარდი კლასში შეიჭრა და იქ მყოფ მოსწავლეებს თავს დაესხა

რუსი სამართალდამცველები სკოლაში მომხდარ თავდასხმას იძიებენ. შემთხვევა ულან-უდეს ერთ-ერთ სკოლაში გაკვეთილების მსვლელობის დროს მოხდა. ნაჯახით შეიარაღებული მოზარდი კლასში შეიჭრა და იქ მყოფ მოსწავლეებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 6 მეშვიდე კლასელი და მასწავლებელი. სამი დაშავებულის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ამავე სკოლის მე-9 კლასელმა მოაწყო, დაკავების მცდელობისას მან თვითმკვლელობა სცადა და საკლასო ოთახის ფანჯრიდან გადახტა.

ის ძალოვანებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მოგვიანებით დაკითხავენ.

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე, უცნობია.

დღის ამბები