23 აპრილი 2024,   15:15
ვრცლად
რექს ტილერსონი ანკარას სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებას არ ურჩევს

ვაშინგტონის მორიგი გაფრთხილება თურქეთს - რექს ტილერსონი ოფიციალურ ანკარას ურჩევს, რომ სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაცია არ დაიწყოს და ძალისხმევა ისლამური სახელმწიფოს განადგურებაზე მიმართოს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე, უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ვაშინგტონი სირიისა და თურქეთის საზღვარზე სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას გეგმავს, რომელსაც ქურთი მებრძოლებისგან დააკომპლექტებს. განცხადება ამ თემაზე ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა გააკეთა.

ამის შემდეგ ოფიციალური ანკარა, ქურთი მებრძოლების განადგურებით დაიმუქრა და სირიაში ქურთების მიერ კონტროლირებად აფრინის რაიონში მძიმე ტექნიკა გაგზავნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დამასკოსა და ვაშინგტონის გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთის არტილერიამ ქურთი მებრძოლების პოზიციებზე იერიშები მიიტანა.

დღის ამბები