დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კოპაგაბანას სანაპიროზე შევარდა და ხალხს გადაუარა. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა 8 თვის ბავშვი, 17 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
გამოძიებამ ტერაქტის ვერსია უკვე გამორიცხა. სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი დააკავეს. ის 41 წლის მამაკაცი აღმოჩნდა.
მძღოლი აცხადებს, რომ მანქანის მართვისას მას ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა, რის გამოც, საჭე ვეღარ დაიმორჩილა.