19 აპრილი 2024,   20:32
ვრცლად
გიორგი ჭანტურიას საქმესთან დაკავშირებით ჭანტურიას მამა და ადვოკატი განცხადებას 15:00 საათზე გააკეთებენ

გიორგი ჭანტურიას საქმესთან დაკავშირებით ჭანტურიას მამა, ზურაბ ჭანტურია და ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე განცხადებას 15:00 საათზე გააკეთებენ. გიორგი ჭანტურიას 40 საათიანი პატიმრობა მისთვის ბრალის წარდგენის გარეშე დასრულდა.

„ბრიფინგი ჩატარდება 15:00 საათზე ქვემო ქართლის ტელევიზიაში, კომენტარი გაკეთდება მანდ. დეტალებზე მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა გიორგი ჭანტურიას მეუღლემ.

მისი თქმით, ოჯახის პოზიციას ბრიფინგზე ჭანტურიას მამა ადვოკატთან ერთად გააცნობს საზოგადოებას.

„ჩემთვის მთავარია, რომ ჩემი მეუღლე თავისუფალია, უდანაშაულოა, სახლშია. წარმატებას ვუსურვებ გამოძიებას და იმედია, სიმართლეს დაადგენენ,“ - განაცხადა ჭანტურიას მეუღლემ.

მისი თქმით, გამომძიებლები გამოშვების შემდეგ გიორგი ჭანტურიას ჯერჯერობით, არ დაკავშირებიან.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მას გენერალ ქუთათელაძის მკვლელობასთან შეხება არ აქვს.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, სამართალდამცავებმა მათი ალიბი გაითვალისწინეს.

შსს-ს ცნობით, გიორგი ჭანტურია ბრალდების წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. შსს-ს ინფორმაციით, გენერალ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფია ჩართული.

 

დღის ამბები