25 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოწილეები არიან სრულიად სხვა ადამიანები და მათ შორის არის ქონებრივი განხეთქილება - გიორგი ჭანტურიას და

„ეს საფუძველი იყო, მისი „საქართველოს ბანკში“ ყოფნა, როდესაც დანაშაული მოხდა სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე და ეს ალიბი ისეთი იყო, რომ ფიზიკურად ვერ მოახერხებდა იქ ყოფნას,“ - ეს განცხადება გიორგი ჭანტურიას დამ, მარიამ ჭანტურიამ მისი ძმის გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

სამართალდამცავებმა გუშინ ღამით გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

მარიამ ჭანტურია იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. მან ასევე, აღნიშნა, რომ მის ოჯახს ე.წ. სტამბოლის ბაზართან წილობრივი მონაწილეობა არ აქვთ.

„სტამბოლის ბაზართან არანაირი კავშირი არ აქვს, არც წილობრივი მონაწილეობა არ გაგვაჩნია. მოწილეები არიან სრულიად სხვა ადამიანები და მათ შორის არის ქონებრივი განხეთქილება და ქონებრივი დავა. ამ ბაზართან კავშირი გვაქვს მხოლოდ ის, რომ კერძო ობიექტები ასევე, მეც გამაჩნია, ჩემს ძმასაც და მამაჩემსაც, არანაირ შემხებლობაში არ ვართ, უბრალოდ მიმდებარე ტერიტორიაზე გაგვაჩნია ეს ობიექტები,“ - განაცხადა ჭანტურიას დამ.

გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ჭანტურიას მშობლების სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს „მაკაროვის“ ტიპის იარაღის 9 ვაზნა.

ჭანტურიას გამოძიება სწორედ საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავებოდა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები