20 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
არავითარი შეხების წერტილი სამსონ ქუთათელაძესთან არ გვქონია - გიორგი ჭანტურიას მამა

გიორგი ჭანტურიას მამა, ზურაბ ჭანტურია აცხადებს, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. რამდენიმე წუთში ის ოჯახის ადვოკატთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, თუმცა, რაზე გაამახვილებს ყურადღებას, ამაზე არ საუბრობს.

ზურაბ ჭანტურიამ განაცხადა, რომ არანაირი შეხება, მითუმეტეს დავა, გენერალ სამსონ ქუთათელაძის ოჯახთან არ ჰქონია.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრესკონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება, ე.წ. სტამბოლის ბაზრის წილებზე არ გაამახვილებს ყურადღებას.

„კაცს ერთხელ შევხვდი ზაფხულში... ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ არავითარი შეხების წერტილი მაგ კაცთან არ გვქონია,“ - განაცხადა ზურაბ ჭანტურიამ.

დღევანდელ პრესკონფერენციას გიორგი ჭანტურია არ დაესწრება.

გიორგი ჭანტურია ბრალდების წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. შსს-ს ინფორმაციით, გენერალ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფია ჩართული.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები