25 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
კომპანია "ზიმოსთვის" ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონი - ოპოზიცია დოკუმენტებს ასაჯაროებს

კომპანია "ზიმოსთვის" ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონი - ხელშეკრულება, რომელიც 2016 წელს გაფორმდა, იპოდრომის ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობას ითვალისწინებდა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან, მილიონი ლარი კომპანიამ ავანსის სახით მიიღო, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. 

ამ საკითხით ოპოზიცია კახი კალაძის საკრებულოში ყოფნის დროს დაინტერესდა, რაზეც მერმა განაცხადა, რომ ავანსი კომპანიამ უკან დააბრუნა.

ოპოზიციის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან კი ირკვევა, რომ სადაზღვევო კომპანიამ თანხის მხოლოდ ნახევარი აანაზღაურა, ნახევარი მილიონი კი კვლავ კომპანია "ზიმოს" ანგარიშზეა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები, უკვე ორი წელია, რაც ბიუჯეტის ფულს იყენებენ და ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად მას უკან არ აბრუნებენ.  

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს თბილისელების ფულს, ბიუჯეტის ფულს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები. დამერწმუნეთ ნებისმიერ თბილისელს ორი წლის განმავლობაში უპროცენტოდ რომ მისცეთ თქვენ ერთ მილიონ ლარზე მეტი, მათი ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდება და ისინი პატიოსნად დააბრუნებენ ფულს. ბიძინა ივანიშვილის ახლობელმა კომპანიამ კი ეს ფული არ დააბრუნა და ფაქტიურად უპროცენტოდ, იაფ ფულს ხმარობს თბილისელების ხარჯზე უკვე მეორე წელიწადია,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები