19 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
ზვიად რატიანის მხარდამჭერები საზოგადოებრივ მაუწყებელს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აქციების გამართვას არ გამორიცხავენ

მწერლები და გამომცემლები საზოგადოებრივ მაუწყებელს უმოქმედობაში და ბორდს ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით სხდომის დანიშვნის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით გასული ვიდეომასალა ვებგვერდიდან უნდა მოიხსნას, ხელმძღვანელობამ კი ბოდიში მოიხადოს და გადადგეს. 

თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი დროულ რეაგირებას არ მოახდენს, ზვიად რატიანის მხარდასაჭერად აქციებიც იგეგმება. კამპანიის ორგანიზატორების აზრით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იზრუნა არა საზოგადოების ინტერესზე - მიეღო ზუსტი ინფორმაცია, არამედ ძალოვანი უწყების სურვილზე - ზვიად რატიანი უარყოფით კონტექსტში წარმოეჩინა.

პირველი არხის ეთერში მხოლოდ ის ვიდეომასალა მოხვდა, სადაც რატიანი იგინებოდა, თუმცა რატომ მოხდა ფრაგმენტების ამოჭრა ამ თემაზე განმარტებები არ გაკეთებულა.

ბორდის რიგგარეშე სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით მწერლების მოთხოვნის დაკმაყოფილებას საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აპირებს. არხის ხელძღვანელობა ვიდეოს ვებგვერდიდან მოხსნასთან დაკავშირებით თავად პოეტის წერილს განიხილავს, საკითხი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოხვდეს.

ბორდის წევრი ქეთევან მსხილაძე თვლის, რომ საბჭოს მწერლების მოთზოვნის საფუძველზე უნდა შეკრებილიყო, თუმცა ამ პოზიციით გუშინ გამართულ სხდომაზე ის უმცირესობაში აღმოჩნდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები